ჩვენი კომპანია მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ

აზომვა

თქვენ შეგძლიათ თავად მოგვაწოდოთ ზომები, ან გამ...


დაწვრილებით

შეკერვა

კვალიფიციური მკერავები ასრულებენ ნებისმიერი ს...


დაწვრილებით

მონტაჟი

ზედმეტი მტვრისა და ხმაურის გარეშე დაგიმონტაჟებთ კარნი...


დაწვრილებით

დაუთოვება

დაგიუთოვებთ, ჩამოგიკიდებთ და გაგიფორმებთ ფარდებს...


დაწვრილებით

სერვისები

01

აზომვა (დიზაინერის გამოძახება)

   თქვენ შეგძლიათ თავად მოგვაწოდოთ ზომები, ან გამოიძახოთ დიზაინერი. აზომვითი სამუშაოების ჩატარება ხდება თქვენთვის ხელსაყრელ დროს, აგრეთვე შეგიძლიათ წინასწარ გაგვაცნოთ თქვენი სურვილები: სტილის, ფერთა გამის, ქსოვილებისა თუ მოდელების შესარჩევად ან უბრალოდ აგვიღწეროთ თქვენი ინტერიერი.
   ადგილზე მოსული დიზაინერ-დეკორატორი წარმოგიდგენთ წინასწარ შეთანხმებული სავარაუდო ქსოვილების, კარნიზების, ჟალუზების, როლეტებისა თუ სხვა აქსესუარების კატალოგებს.
   ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას ქსოვილთა ფაქტურის სტილის და ფერთა შეხამების საკითხში, დაგეხმარებიან მოდელების შერჩევაში, მოახდენენ ყველა საჭირო აზომვას და საჭიროების შემთხვევაში დიზაინ-პროექტის მაქსიმალურად ნათელი სურათის მისაღებად შემოგთავაზებენ რამდენიმე ესკიზს.
   დიზაინ-პროექტისა და სმეტის შედგენა ხდება 1-3 დღის განმავლობაში. თქვენს მიერ ყველა დეტალის დამტკიცების შემდეგ ხდება ხელშეკრულების შედგენა და ავანსის შემოტანა.  დაბრუნება

02

შეკერვა

   კვალიფიციური მკერავები ასრულებენ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის სამუშაოს, გარდა ფარდებისა დაგიმზადებენ საწოლის გადასაფარებლებს, ბალიშებს და სხვა ტექსტილის დეკორატიულ ელემენტებს. ჩვენს სპეციალისტებს ფარდების დიზაინის სფეროში მუშაობის 7 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ, ხოლო ყველა შეკვეთა სრულდება ახალ, თანამედროვე საწარმოო სამკერვალო მოწყობილობებზე.  დაბრუნება

03

მონტაჟი

   კარნიზების, ჟალუზების, როლეტებისა თუ სხვა აქსესუარების მონტაჟი არც ისე რთული პროცესია, მაგრამ მოითხოვს აკურატულ და ჭეშმარიტად იუველირულ მიდგომას. მათი მონტაჟისას გასათვალისწინებელია ზედაპირის ქვეშ სავარაუდოდ გამავალი ელექტრო თუ წყალგაყვანილობების ადგილმდებარეობა. ასევე სხვა ნიუანსები კარნიზის, ჟალუზის, როლეტის, აქსესუარის და დასამაგრებელი ზედაპირის ტიპიდან გამომდინარე.
   ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით, ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ზედმეტი ხმაურისა და მტვერის გარეშე სწრაფად და პროფესიონალურად დაგიმონტაჟებენ ამა თუ იმ მოწყობილობას.  დაბრუნება

04

დაუთოვება (ფარდების დაკიდება)

შეკვეთის ჩაბარების დასკვნით ეტაპზე, მაშინ როდესაც კარნიზები უკვე დამონტაჟებულია და ფარდები შეკერილია, თქვენთვის ხელსაყრელ დროს გეწვევათ ჩვენი სპეციალისტი, რომელიც სამეწარმეო უთოს გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში ორთქლის გენერატორით დაგიუთოვებთ, ჩამოგიკიდებთ და გაგიფორმებთ ფარდებს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საბოლოო ანგარიშსწორება.  დაბრუნება