შემოთავაზება

01

კერძო დიზაინერებს და არქიტექტორებს

   კომპანია "ადონისი" გთავაზობთ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას, ჩვენი მომსახურებების და სალონების გამოყენებით.    ჩვენ ვემსახურებით არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმს არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსაც.

02

კომპანიებს

ვთავაზობთ ხანგრძლივ და საიმედო პარტნიორობას:

    1)დიზაინერულ და არქიტექტურულ კომპანიებს.
    2) სამშენებლო, სარემონტო და კარ-ფანჯარის მწარმოებელ კომპანიებს.
    3) ავეჯის მაღაზიებს, სალონებს, რესტავრატორებს და მწარმოებელ კომპანიებს.

პარტნიორებისთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური ფასდაკლებებისა და ბონუსების მოქნილი სისტემა.

03

სასტუმროებს

სასტუმროების ადმინისტრაციებს ვთავაზობთ ტექსტილის სრულ დიზაინს - საწოლის გადასაფარებლების, ბალიშების, ავეჯის გადასაფარებლების შეკერვას და ფანჯრების დეკორირებას.

04

რესტორნებსა და კაფე ბარებს

სკამის გადასაკრავების, მაგიდის გადასაფარებლების, ფარდებისა და სხვა დეკორატიული ელემენტების დამზადებას.

05

თეატრებს, კინოთეატრებს, საკონცერტო დარბაზებს.

მასიური სასცენო ფარდების შეკერვას

06

ოფისებს

ფარდების შეკერვას, ჰოროზონტალური და ვერტიკალური ჟალუზების, ასევე როლეტების დამზადებას.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

    1) მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ქსოვილებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, ასევე მომსახურების სრულ სპექტრს ინტერიერის ტექსტილით დეკორირების სფეროში.
    2) ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის სამუშაოების მაღალ და პროფესიონალურ დონეზე შესრულებას.

    ყოველ ჩვენს სალონში 12 000 ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს სიახლეებს ტექსტილის დიზაინის სფეროში და სისტემატიურად ვაახლებთ კოლექციებს.

ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით ურთიერთობებს და დიდად ვაფასებთ ნდობას.