ფარდა ხაკისფერი შავით

მოგესალმებით!

ბალიშები დივანზე

   დიზაინ-სტუდია “ადონისი”-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ინტერიერის ტექსტილით გაფორმება, მინიმალისტური უბრალოდ დაშვებული ფარდებიდან ექსკლუზიური დიზაინის ლამბრეკენებამდე.
     აგრეთვე: ფრანგული, რომაული, ავსტრიული, იაპონური ფარდები. ქსოვილის, ალუმინის, პლასტიკის, ხის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზები. ქსოვილის და ბამბუკის როლეტები. წარმოგიდგენთ კარნიზების და სხვადასხვა აქსესუარების ფართო ასორტიმენტს.
    ჩვენი საქმიანობა მოიცავს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვადასხვა სირთულის დეკორატიული ელემენტების შექმნას. როგორიც არის: ბალიშები, საწოლის მაგიდის და ავეჯის გადასაფარებლები.
      ცნობილია, რომ ხარისხიანად გაფორმებული ინტერიერი ასახავს ცხოვრების სტილს, ხოლო თქვენი სახლის კომფორტი პირდაპირ დამოკიდებულია ფანჯრების დეკორზე.
     ჩვენი სტუდიის დიზაინერები დაგეხმარებიან შექმნათ თქვენი სახლის ახალი განუმეორებელი სახე და მყუდრო ატმოსფერო.
     9 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დიზაინ-სტუდია “ადონისმა” განახორციელა მრავალი სხვადასხვა სირთულის პროექტი, დამკვეთების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
     ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს მომსახურების სპექტრის გაფართოებაზე და შემოთავაზებული პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს სიახლეებს ტექსტილის დიზაინის სფეროში.
     ჩვენს სალონში ეკონომ კლასიდან ელიტ კლასამდე საფარდე ქსოვილების, კარნიზების, ჟალუზების, როლეტებისა და სხვადასხვა აქსესუარების ფართო არჩევანია.

     სტუდია “ადონისი” მნიშვნელოვან დროს უთმობს სასტუმროების, პანსიონატების, რესტორნების, კაფე-ბარების, ოფისების აგრეთვე სხვა საცხოვრებელი და საჯარო შენობების ინტერიერის გაფორმებას. ამასთანავე ჩვენ ვანხორციელებთ კომპლექსურ დეკორირებას არა აალებადი ქსოვილებით.
  “ადონისი”-ს გამოცდილი დიზაინერები დაგეხმარებიან პროფესიონალურ დონეზე გადაჭრათ ფანჯრების დეკორირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და მოგაწვდიან იდეებს ინტერიერში ტექსტილის სხვა ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ ფარდა ნებისმიერი ინტერიერის – აუცილებელი, ხშირად კი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სახელდობრ ფარდა გვეხმარება შევქმნათ ჩვენს ინტერიერში მყუდრო და თბილი ატმოსფერო.

გახსოვდეთ

თქვენს ფანტაზიას არ შეზღუდავს ჩვენი შესაძლებლობები!

ჩვენი სიახლეები!

ადონისის სალონი ბათუმში

გაიხსნა სალონი ბათუმში!

დეკემბერი 2012

ამიერიდან შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სალონს ბათუმში, მისამართზე: ვ.გორგასალის ქ. #100.

ლურჯი ესპანური გადასაფარებელი

ესპანური გადასაფარებლები!

აგვისტო 2012

მივიღეთ ესპანური, საწოლის გადასაფარებლების ორმხრივი მზა ქსოვილები. გადასაფარებლების შეკერვა შესაძლებელია თქვენი საწოლის ზომების მიხედვით უმოკლეს ვადაში.

ლურჯი გერმანული როლეტი

გერმანული როლეტები!

თებერვალი 2012

დავიწყეთ თანამშრომლობა მზისგან დამცავი ჟალუზების მწარმოებელ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც გვთავაზობს ნატურალური და სინთეტიკური ქსოვილებისაგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის როლეტების ფართო არჩევანს.